რესტორნის შენობა დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ

რესტორნის შენობა დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ

ადიგენში, თორნიკე ერისთავის N18-ში მდებარე საბავშვო ბაღის ორსართულიანი შენობის ნაწილი 26 დეკემბერს ჩამოინგრა. ამ დროს ბავშვები უკვე საახალწლო არდადეგებზე იყვნენ. "ეს რომ სხვა დროს მომხდარიყო, დავიღუპებოდით. განსაკუთრებით ზაფხულში, ჩრდილი იყო და ბავშვები სულ მაგ ადგილზე გროვდებოდნენ სათამაშოდ", - ამბობს ერთ-ერთი აღსაზრდელის დედა.

შემთხვევამდე, შენობისთვის ბზარიც კი არავის შეუტყვია. საბავშვო ბაღის სტანდარტული შენობა, რომელიც არაერთ ჯგუფს იტევდა, 1980 წელს აშენდა. მას არც ექსპლუატაციის ვადა ჰქონდა გასული და არც ამორტიზებული იყო. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, შენობას მესამე (მძიმე) ხარისხის დაზიანება აღენიშნება და მისი საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. "ჩამოინგრა ღია ტერასის მეშვიდე და მერვე მალებს შორის მზიდი კონსტრუქციები. ძირითადად მიზეზი სახურავის ხის კონსტრუქციული ელემენტების და რკ/ბეტონის სვეტების ცვეთის შედეგია" , - ნათქვამია დასკვნაში.

ადიგენის თვითმმართველობაში გამოსავალს ეძებენ, ამ შენობაში შესვლა სახიფათოა, ახალი ბაღის ასაშენებლად ფინანასები არ აქვთ. ალტენატიული ფართი ჯერჯერობით ვერ მოიძიეს, ერთადერთი შენობა, რომელიც დაბაში გამოინახა, ყოფილი რესტორნის შენობაა, ბეტონის იატაკით. ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნატო სინაურიძის თქმით, შენობა მშობლებთან და გამგებელთან ერთად დაათვალიერეს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობაღაა საჭირო. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძე აცხადებს, რომ მშობლების თანხმობის მიუხედავად, ბავშვებს ბეტონიან შენობაში ვერ შეუშვებენ. 

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა