Facebook-მა და Google-მა აშშ-ს სპეცსამსახურების მოთხოვნების გასაჯაროება დაიწყეს

Facebook-მა და Google-მა აშშ-ს სპეცსამსახურების მოთხოვნების გასაჯაროება დაიწყეს

ამერიკულმა კომპანიებმა Facebook-მა, Microsoft-მა, Yahoo!-მ და Google-მა აშშ-ს სპეცსამსახურების მხრიდან მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის მოთხოვნების რაოდენობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყეს.

Microsoft-ის ინფორმაციით, უცხოური დაზვერვის საქმიანობის ზედამხედველობის სპეციალური სასამართლოს გადაწყვეტილება გასული წლის პირველ ნახევარში 15-16 ათას აკაუნტს შეეხო. Gooogle-მა 9-10 ათასი მსგავსი მიმართვის შესახებ განაცხადა, ხოლო Facebook-ის მომხმარებლებმა სპეცსამსახურები 5-6 ათას შემთხვევაში დააინტერესეს. მიმართვებით რეკორდსმენი Yahoo!-ს სერვისები გახდა -მას 30 000-ჯერ მიმართეს. ამასთან, მოთხოვნა ეხებოდა არა მხოლოდ საფოსტო ყუთების შემადგენლობას, არამედ ფოტოსერვისებსაც.

ადრე მსხვილმა ტელეკომუნიკაციურმა კომპანიებმა სასამართლოს თხოვნით მიმართეს, მათთვის უფლება მიეცათ, რომ კლიენტებისთვის აშშ-ს სამართალდამცავ ორგანოებთან მასშტაბური თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ. კერძოდ, ისინი ითხოვდნენ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული მიმართვების რაოდენობის და ასევე მომხმარებლების აკაუნტების რაოდენობის სატატისტიკის გამოქვეყნებას, რომელთაც სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხოთ.

ქვეყნის მთავრობამ იანვარში ინფორმაციის ზოგიერთი ნაწილის გასაჯაროებაზე ნებართვა გასცა.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს