ფოთში მდინარე რიონის ზედაპირი მთლიანად ყინულითაა დაფარული. თვითმმართველი ქალაქის მერიის პრესსამსახურის უფროსის, თამარ ჯანაშიას განცხადებით, წუხელ ფოთში -2 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა, რასაც არ შეეძლო რიონის გაყინვა. მისი განმარტებით, ეს პროცესი მდინარის სათავეში დაიწყო.
"სპეციალისტების თქმით, მდინარე გაიყინა სათავეში, გატეხილი ყინულის ლოდები ფოთის მიმართულებით წამოიღო, რამაც შემდეგ მისი გაყინვა გამოიწვია. მთლიანად მოყინულია რიონის ზედაპირი. ფოთელებს მსგავსი სანახაობა არ ახსოვთ", - აღნიშნა თამარ ჯანაშიამ.
წყარო: livepress.ge