სიყვარულს ეძებთ? ეს რჩევები დაგეხმარებათ

სიყვარულს ეძებთ? ეს რჩევები დაგეხმარებათ

თუ შესაფერისი პარტნიორი ჯერ ვერ იპოვეთ, მაშინ ეს რჩევები დაგეხმარებათ. მერილენდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, პროფესორი ტი ტაშირო ქალებისა და მამაკაცების ურთიერთობას დიდი ხანია სწავლობს. ამჯერად მან საზოგადოებას ახალი წიგნი შესთავაზა, რომელიც ერთგვარი გიდია მათთვის, ვინც ურთიერთობის აწყობას ვერ ახერხებს, ან მისი ყველა რომანი კრახით დასრულდა.

ფსიქოლოგის აზრით, ქალებისა და მამაკაცების ძირითადი პრობლემა ის არის, რომ თაყვანისმცემელში "ყველაფერი უნდათ" იყოს თავმოყრილი, საბოლოოდ, წლები სწრაფად გარბის და შედეგად, ვერაფერს იღებენ. ფსიქოლოგი ირწმუნება, რომ ძლიერი სიყვარულისთვის საჭიროა ადამიანებმა კონცენტრირება მხოლოდ პარტნიორის სასურველ პერსონალურ თვისებებზე მოახდინონ.

"თუ შეარჩიეთ ადამიანი, რომელიც თავისი თვისებებით გაგიჟებთ, ან გამწარებთ, ნუ იფიქრებთ, რომ დროთა განმავლობაში რამე შეიცვლება. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ წლების შემდეგაც ასე იქნება. უმჯობესია, მისი თვისებები თავიდანვე უკეთ შეარჩიოთ - რასაც ხედავთ, იმას იღებთ", - ამბობს ტი ტაშირო.

ის ირწმუნება, რომ კარგი გარეგნობა ბედნიერი ქორწინების გარანტი არაა. მისი მტკიცებით, მყარ ურთიერთობას ვერც ფულით შეინარჩუნებთ. მარტოხელა ადამიანებს ფსიქოლოგი ურჩევს, ეძებონ ადამიანი, რომელსაც შეუძლია "შექმნას ოჯახი, სადაც ძირითადი საჭიროებები დაკმაყოფილებული იქნება". 

ტაშირო ადამიანებს ურჩევს, სულით მონათესავე მეწყვილე იპოვონ. მისი თქმით, ქალები "ნადირობენ" სიმპატიურ, მაღალ მამაკაცებზე, რომლებსაც სოლიდური შემოსავალი აქვთ, მაგრამ სინამდვილეში, მათგან მხოლოდ 1 პროცენტს აქვს შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს თქვენი ყველა მოთხოვნა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს