პოლიტიკოსის "ფლეშმობი" პარლამენტთან

პოლიტიკოსის "ფლეშმობი" პარლამენტთან

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორმაგი უწყვეტი ხაზი შავი საღებავით გადაღებეს.

"წმინდა ლუკას მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს მერიას თხოვნით, გადაეღებათ ორმაგი უწყვეტი ხაზი, რადგან მათ დამატებით ორი კილომეტრის გავლა და საპატრულო პოლიციის მიერ უკანონოდ დაწერილი ჯარიმების გადახდა უხდებოდათ, თუმცა უშედეგოდ.

მერიაში პირობა დადეს, რომ ახალი წლის მერე, მოიძებნებოდა თანხები და მოხდებოდა ამ საგზაო მონიშვნის გაუქმება. მოვიდა ახალი წელი, დავამთავრეთ დროსტარება და ქეიფი, მაგრამ მერიაში თანხები ვერ გამოძებნეს ამისთვის, რადგან პოლიტიკის კეთებით არიან დაკავებულნი და მოსახლეობისთვის არ ცხელათ. ამიტომ ჩვენ შევასრულეთ მოსახლეობისთვის მიცემული პირობა და ორმაგი უწყვეტი ხაზი გადავღებეთ", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარე გოგი წულაიამ.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა