პირველი კრიტიკა ევროვიზიის ქართველ კონკურსანტს

პირველი კრიტიკა ევროვიზიის ქართველ კონკურსანტს

ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია "ფეისბუქის" პირად გვერდზე მომღერალ მარიკო ებრალიძეს აკრიტიკებს, რომელიც 2014 წელს "ევროვიზიაზე" საქართველოს წარადგენს.

""ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით მარიკო ებრალიძე და "შინი" გამოვლენ.

მარიკოს ნიჭიერებაში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ მე მგონი "ევროვიზია" მაინც სხვა ფორმატია. თქვენ რას ფიქრობთ?", - წერს ვადაჭკორია.

ჟურნალისტის პოსტს პროდუსერი ეკა ჩიტაშვილი ეხმაურება.

"ნებისმიერ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე რთულია და უადგილოა წინასწარი კრიტიკა და განსაზღვრა კარგი არჩევანია ქვეყნის წარმომადგენელი კონკურსანტი ან ჯგუფი თუ არა... ფინალი გვიჩვენებს... თუ ვერ გაიმარჯვეს - გავლანძღავთ და დავივიწყებთ )) თუ გაიმარჯვეს და გავიდნენ ფინალში - გაგვიხარდება და შევაქებთ))

"ბურანოვსკიე ბაბუშკიც" არ იყო ფორმატი მაგრამ))) ვერ გათვლი წინასწარ))

და რატომ უნდა გავაკრიტიკოთ?)) ვიზე ნაკლებები ვართ ქართველები, რომ ჩვენიანს არ დავუჭიროთ მხარი?! ვიკივლოთ და ვიწივლოთ, რომ ყველაზე მაგარი მონაწილეები გვყავს! საერთაშორისო კონკურსებზე საკუთარი მონაწილის კრიტიკით მხოლოდ საქართველოს უფუჭდება სახელი და არა კონკურსს და თავად მონაწილეს!!! ) და რას გინდათ კრიტიკით რომ მივაღწიოთ? სხვა დანარჩენმა ქვეყნებმა რომ თქვან - საქართველო არ ვარგა?))) აბა "შინი" და ებრალიძე ჯერ არავინ იცის ევროპის მუსიკალურ ბაზარზე! ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ საქართველოს იტყვიან და არა სახელს და გვარს! ამიტომ მხოლოდ კარგი კომენტარებით გავაცილოთ!", - წერს ჩიტაშვილი.

ჯგუფი The Shin და მარიკო ებრალიძე 59-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენენ, - საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება 2013 წლის "ევროვიზიის" ქართველმა მონაწილეებმა სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა გაახმოვანეს.

იხილეთ ასევე: "ვინმემ აგვიხსნას, რას ნიშნავს, "ევროვიზიის" ფორმატი?" - მარიკო ებრალიძის პროდიუსერის პასუხი კრიტიკოსებს

ემიგრანტი პროდიუსერის აღსარება

სომეხ "პროდიუსერთა" ჯგუფი თაღლითური სქემით ქართველ მაყურებელს ატყუებს!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს