ინდოელი კაცი, რომელიც 12 წელია გაჭირვებულებს უფასო სადილს უმზადებს

ინდოელი კაცი, რომელიც 12 წელია გაჭირვებულებს უფასო სადილს უმზადებს

34 წლის ინდოელი მამაკაცი ნარაიანან კრიშნანი ბოლო 12 წელია, გაჭირვებულებს უფასო სადილით უმასპინძლდება.

საერთო ჯამში, მის ანგარიშზე მილიონი სადილია. ნარაიანი პროფესიონალი მზარეულია, რომელიც უმაღლესი კლასის რესტორნებში მუშაობდა. თუმცა, ერთ დღესაც გააცნობიერა, რომ სადილს უმზადებდა მდიდარ ადამიანებს, რომლებიც მის ნახელავს ბოლომდეც არ მიირთმევდნენ და რესტორანში გასართობად დადიოდნენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ ინდოეთში მცხოვრებ მოხუცებულებს და ავადმყოფებს დახმარებოდა. მისი წყალობით, მილიონობით ადამიანი გემრიელ კერძს ყოველდღე მიირთმევს.

"ერთ ღამეს გავიფიქრე - რისთვის ვმუშაობ? ერთ თეფშ შემწვარ ბრინჯს 10 დოლარად ვყიდი სასტუმროში, სადაც მდიდარი და ცნობილი ადამიანები იმისთვის კი არ მოდიან, რომ შიათ, არამედ გასართობად და დასასვენებლად. სადილს ბოლომდეც არ მიირთმევენ და ფულს ტყუილად იხდიან, გარეთ კი ადამიანებს ცხელი კერძი ენატრებათ", - ამბობს ის.

მან ორგანიზაციაც ჩამოაყალიბა, სადაც დღეში 400 გემრიელი კერძი გაჭირვებული ადამიანებისთვის მზადდება.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს