ამსტერდამში ანა ფრანკის სათამაშოები იპოვეს

ამსტერდამში ანა ფრანკის სათამაშოები იპოვეს

ამსტერდამში საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპული ებრაელი გოგონას, ანა ფრანკის დღემდე უცნობი სათამაშოები იპოვეს. მისი კუთვნილი სათამაშოები როტერდამში გამოფენაზეა წარმოდგენილი, რომელიც 4 თებერვალს გაიხსნა.

მინის ბურთულებიანი ყუთი, რომელიც ქუჩაში თამაშისთვის გამოიყენება, მუზეუმს გოგონას ყოფილმა მეზობელმა, 83 წლის ტოშე კიუპერსმა გადასცა. ანა ფრანკმა მეგობარს სათამაშო 1942 წელს თავად აჩუქა, როდესაც მისი ოჯახი საიდუმლო თავშესაფარში გადასვლისთვის ემზადებოდა, რომ ნაცისტებს დამალვოდნენ.

დიდი ხნის მანძილზე ქალი ყუთს ისე ინახავდა, რომ მის ფასეულობას ვერ ხვდებოდა. მაგრამ მისი დამოკიდებულება მას მერე შეიცვალა, რაც 2009 წელს კიუპერსს ანა ფრანკის სახლ-მუზეუმის თანამშრომლებმა ინტერვიუ ჩამოართვეს. მას შემდეგ ქალმა მუზეუმს სათამაშო ჩაის სერვიზი და წიგნი გადასცა, რომლებიც მას გოგონამ აჩუქა.

ანა ფრანკის ოჯახი გერმანიიდან ამსტერდამში ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შედმდეგ გადავიდა. გერმანიის ჯარების მიერ ნიდერლანდების ოკუპაციის შემდეგ ებრაელების მდგომარეობა ნიდერლანდებშიც სახიფათო გახდა. ამიტომ, 1942 წელს ფრანკების ოჯახი ამსტერდამში, ერთ-ერთ სახლში მოწყობილ თავშესაფარში იმალებოდა. იქ მათ 1944 წლამდე იცხოვრეს, ბოლოს ისინი იპოვეს და დააპატიმრეს. ანა ფრანკი და მისი და საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ.

ოჯახის მეგობრებმა მოახერხეს დღიურის შენახვა, რომელსაც ანა ფრანკი თავშესაფარში 13-15 წლის ასაკში წერდა. ჰოლოკოსტის დამადასტურებელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დოკუმენტი 65 ენაზე ითარგმენა. ამსტერდამში, სახლში, სადაც გოგონას ოჯახი იმალებოდა მისი სახელობის მუზეუმია გახსნილი.

მომზადებულია NLTimes.nl-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს