დიმიტრი შაშკინის 20 შეკითხვა განათლების მინისტრს

დიმიტრი შაშკინის 20 შეკითხვა განათლების მინისტრს

განათლების ყოფილი მინინისტრი დიმიტრი შაშკინი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ამჟამინდელ მინისტრს, თამარ სანიკიძეს 20 შეკითხვით მიმართავს. შაშკინმა შეკითხვები ორ ნაწილად გამოაქვეყნა.

"10 შეკითხვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს:

1. რატომ არ ხორციელდება დვალის მიერ შემუშავებული მეცნიერების განვითარების კონცეფცია? კონცეფცია, რომლისთვისაც პრემიერმა ივანიშვილმა მას მადლობა გადაუხადა.

2. რატომ გაუქმდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული ფონდები, რომლითაც იგეგმებოდა სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსება?

3. რატომ გაუქმდა ეროვნული გამოცდების სკოლებში გადატანა? ( 8+1 მოდელი)

4. რატომ დაითხოვეს სამსახურიდან პროგრამის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" (TLG) პერსონალი და ბოლო 15 თვის განმავლობაში არცერთი ახალი უცხოელი მასწავლებელი არ ჩამოსულა საქართველოში?

5. რატომ ანგრევთ მიზანმიმართულად მანდატურის ინსტიტუტს?

6. რატომ არ არის ნორმალური გათბობა თბილისის სკოლების 50%-ში? და 15 თვეში არცერთი ახალი სკოლა საქართველოში არ აშენდა?

7. რატომ აგროვებენ სკოლებში ფულს დამლაგებლებისთვის, ფარდებისთვის და ა.შ.? თქვენ ხომ ბრძანეთ, რომ სკოლებს მოემატათ დაფინანსება.

8. რატომ აქამდე არ ამუშავდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა? თქვენ ხომ ჯერ კიდევ 2013 წლის ივლისში ბრძანეთ ამის თაობაზე.

9. რატომ გაიზარდა ორჯერ იმ სტუდენტების რაოდენობა, ვისაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი?

10. რატომ არის პროფესიული კოლეჯები ნახევრად ცარიელი, ვაუჩერული დაფინანსება გაუქმებულია და კოლეჯებს ელექტროენერგიის თანხის გადახდაც უჭირთ?

კიდევ 10 კითხვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს:

1. რატომ არ დადიან მასიურად სკოლებში XI-XII კლასელები?

2. რატომ არ შეუძენია სამინისტროს არანაირი ახალი ინვენტარი სკოლებისთვის 15 თვის განმავლობაში?

3. რატომ აპირებთ პირველკლასელთა ნეთბუკების პროგრამის გაუქმებას?

4. რატომ შეწყდა საზღვარგარეთ წასული ჩვენი სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსება?

5. რატომ არ დასრულდა ინკლუზიური სკოლების რეაბილიტაცია 2013 წელს, როგორც დაგეგმილი იყო?

6. რატომ არ მიეცა, 15 თვის განმავლობაში, არცერთ მასწავლებელს საშუალება, მიეღო ათასლარიანი ხელფასი?

7. რატომ გაჩერდა მულტილინგვური სახელმძღვანელოების შექმნა აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი სკოლებისთვის?

8. რატომ გინდათ 5 წლის ბავშვების სკოლაში მიღების აკრძალვა? არ ჯობია, მშობელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება და თქვენ მის ნაცვლად რატომ წყვეტთ?

9. რატომ გაჩერდა "მომავლის კლასების" მოწყობა საჯარო სკოლებში?

10. რატომ არ გაიხსნა აქამდე ამერიკული უნივერსიტეტი?", - წერს შაშკინი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს