"აიკრძალოს ქართველების ხოცვა და ქართველებთან ომი" - ნათია ფანჯიკიძის ახალი ინიციატივა

"აიკრძალოს ქართველების ხოცვა და ქართველებთან ომი" - ნათია ფანჯიკიძის ახალი ინიციატივა

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ახალი ინიციატივით გამოდის, აიკრძალოს ქართველების ხოცვა, როგორც გადაშენების პირას მყოფი ერის წარმომადგენლებისა.

"იდეა კი არადა, ინიციატივა მაქვს: ხომ არსებობს "წითელი წიგნი" სადაც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებია შეტანილი და მათი დახოცვა იკრძალება? მცენარეები, რომელთა განადგურება იკრძალება? ხოდა, მცირე ერებისთვის მსგავსი კატალოგი მინდა დამუშავდეს და აიკრძალოს ქართველების ხოცვა, ქართველებთან ომი და გაგვიფრთხილდეს მსოფლიო, როგორც უნიკალურ, გადაშენების პირას მყოფ, იშვიათ ადამიანურ სახეობას. ვის მივმართო? (რუსთაველი მკვდარია), უფრო სწორად, პეტიციის შექმნა მინდა და გამომიწოდეთ ხელი.

არ ვხუმრობ! რა მეხუმრება, ორი ცალი კინკილა დავბოდიალობთ პლანეტაზე. ნუტრიებს აღარ ვჯობივართ???? ჰა

უნიკალური ანბანი, უნიკალური ენა, მუსიკა... საინტერესო როგორ არ ვართ? იშვიათი! ნივთს უფრთხილდებიან იშვიათს და ადამიანის სახეობის გადარჩენა არ არის ამოცანა?

გერმანიას დემოგრაფიული პრობლემა აქვს, სულ რაღაც 80 მილიონი დარჩაო, რუსებიც რაოდენობა კატასტროფულად იკლებს, სულ რაღაც 200 მილიონიღააო და..... მომიწერეთ ხელი, იქნებ ქვას ხეთქავს ჩემი პეტიცია?", - წერს ფანჯიკიძე.

მინისტრის მეუღლეს ერთ-ერთი მეგობარი რჩევას აძლევს.

"ჩემი აზრით, უსერიოზულესი წინადადებაა, ამიტომ მიმართე ირაკლის და გასწავლის თუ როგორ უნდა მიმართო ამ წინადადებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციას...".

"ირაკლი ამდენი წელი ქვეყნის ბედზე დარდობს და მე ერთი ხელის მოსმით რომ გადავჭრი ამ პრობლემას, არც ვიცი, მოეწონება თუ არა. და თანაც, ამდენი ფრენდის პატრონს მინდა ჩემით მივაღწიო რაღაცას.

:))))))) რა სასაცილო იქნება, მართლა რომ დადგეს საკითხი ასე და აიკრძალოს ქართველების მოკვლა", - პასუხობს ნათია ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს