2015 წლიდან მსოფლიოში ინტერნეტი უფასო გახდება

2015 წლიდან მსოფლიოში ინტერნეტი უფასო გახდება

ნიუ-იორკში მდებარე ორგანიზაცია Media Development Investment Fund გეგმავს, უფასო ინტერნეტი დედამიწის ყველა მცხოვრებს მიაწოდოს.

პროექტი სახელწოდებით Outernet 2015 წელს განხორციელდება; ორგანიზაცია გეგმავს, ორბიტაში ათასობით სატელიტი გაუშვას. პროექტი უზრუნველყოფს ინტერნეტის შეუზღუდავ მიწოდებას იმ ქვეყნებისთვისაც კი, სადაც ქსელზე ცენზურა მოქმედებს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეაში. Media Development Investment Fund მონაცემებს ფართო რადიო ტალღებით გაგზავნის. ისინი იმედოვნებენ, რომ პროექტის განსახორციელებლად შემოწირულობის სახით, რამდენიმე მილიონი დოლარის შეგროვებას შეძლებენ.

მიუხედავად იმისა, რომ Wi-FI ფართოდ არის გავრცელებული, ბევრი ქვეყანა ვერ ახერხებს, ან არ სურს ადამიანები საჭირო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოს. ტელეკომების ოპერატორები ყველა ხერხით ცდილობენ, პროექტი დახურონ, თუმცა Outernet-ის პროექტის ხელმძღვანელი საი კარიმი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ დანებებას არ აპირებენ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდება, ორგანიზაცია მიზნად ისახავს, სთხოვოს NASA-ს ნებართვა, რომ ტექნოლოგიის ტესტირება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩატარდეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს