როგორ სახეს იმახსოვრებს უკეთ ტვინი - უშნოს თუ ლამაზს?

როგორ სახეს იმახსოვრებს უკეთ ტვინი - უშნოს თუ ლამაზს?

იენის უნივერსიტეტის გერმანელი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ტვინი არამიმზიდველ სახეებს უკეთ იმახსოვრებს, ვიდრე ლამაზს. ამის მიზეზი ისაა, რომ ლამაზი ადამიანის დანახვა უამრავ ემოციას იწვევს და დროთა განმავლობაში, იმავე სახის აღდგენა ჭირს.

ექსპერიმენტი შემდეგი კუთხით ჩატარდა: ადამიანებს რამდენიმე ფოტოალბომი დაათვალიერებინეს, სადაც ძალიან ლამაზი, ან არამიმზიდველი ადამიანების პორტრეტები იყო წარმოდგენილი. რამდენიმე ხნის შემდეგ ექსპერიმენტში მონაწილეებმა მხოლოდ ის ფოტოსურათები ამოიცნეს, სადაც არამიმზიდველი, მაგრამ სახასიათო ნაკვთების მქონე ადამიანები იყვნენ გადაღებულნი.

"ამ ექსპერიმენტმა დღემდე არსებული ყველა მითი დაანგრია. მთელი ამ დროის განმავლობაში ფსიქოლოგები ვფიქრობდით, რომ ლამაზი ადამიანების დამახსოვრება მარტივი იყო", - ამბობენ ფსიქოლოგები.

მომზადებულია Neuropsychologia-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს