თხების კოშკი

თხების კოშკი

სამხრეთ აფრიკაში, Fairview-ს ფერმა უნიკალური ნაგებობით არის ცნობილი - კოშკით, რომელიც მხოლოდ თხებისთვისაა განკუთვნილი. ფერმაში ღვინოსა და ყველს აწარმოებენ. 

ორსართულიანი კოშკი აგურითა და ქვის ფილებითაა აშენებული. ნაგებობის სახურავი ლითონისგან არის დამზადებული. შენობას ფანჯრები და სპირალური ხის კიბე აქვს. Fairview- ს ფერმის თხები ამ კოშკში ისვენებენ და კიბეზეც თავისუფლად დადიან.

1981 წლიდან კოშკი ღვინის ქარხნის სიმბოლოა. კოშკის პატივსაცემად ქარხანა აწარმოებს ღვინოს სახელწოდებით - "თხების მოგზაურობა".

უნიკალური ნაგებობა 30 წლისაა და უამრავ მნახველს იზიდავს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს