"კეზერაშვილმა მითხრა მოგკლავო, წიხლები მირტყა და თავში მუშტები დამიშინა"

"კეზერაშვილმა მითხრა მოგკლავო, წიხლები მირტყა და თავში მუშტები დამიშინა"

ქუთაისში მცხოვრები თინათინ მარდალეიშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მიმართავს.

მარდალეიშვილი პროკურატურას დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას სთხოვს. მისი განცხადებით, 2003 წელს, "ნაციონალური მოძრაობის" შეკრებაზე მასთან კეზერაშვილი მივიდა და ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა.

"პარტიის შეკრება იყო და მე, როგორც ზვიადის მხარდამჭერი მივედი, მაინტერესებდა, თუ როგორი პროგრამა ჰქონათ. არ მიშვებდნენ თეატრში. მითხრეს, რომ შენ არ ხარ სააკაშვილის გულშემატკივარიო. ამ დროს ხმაური ატყდა, უცებ კეზერაშვილი გამოვარდა და მითხრა, რომ ადგილზე მიმაკლავდა და წიხლები დამიშინა. შემდეგ კი თავში მუშტები მირტყა. გონება დავკარგე, 10 წუთი აღარაფერი მახსოვდა, შემდეგ კი როგორც მითხრეს, კეზერაშვილს შეშინებია, "მართლა არ მოკვდეს ეს ნაგავიო" და მოსულირება დამიწყო. ამ დროს არის ეს ფოტოც გადაღებული" , - აცხადებს მარდალეიშვილი.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა