მწეველები ნაკლებ აქტიურები არიან

მწეველები ნაკლებ აქტიურები არიან

სიგარეტზე დამოკიდებულება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც, ის იწვევს დეპრესიას, ადამიანს ნაკლებ აქტიურს ხდის და აქვეითებს ყოველდღიურ მოტივაციას  - ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც ბრაზილიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს. კვლევას კარინა ფურნალეტო ხელმძღვანელობდა.

როგორც The Times of India წერს, მწეველები ფეხით ნაკლებად დადიან. ექსპერიმენტში მონაწილე 60 მწეველს  სპეციალური მოწყობილობა დაურიგეს, რომელიც ნაბიჯების რაოდენობას ითვლიდა. მწეველს მოწყობილობა დღეში მინიმუმ 12 საათი უნდა ეტარებინა. ამ მოწყობილობის საშუალებით დადგინდა, რომ მწეველები ნაკლებს მოძრაობენ.

შემდეგ გაზომეს მწეველებში ღრმად ჩასუნთქვის შესაძლებლობა. ექსპერიმენტმა გამოარკვია ფილტვების ფუნქციის დაქვეითება, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს ფიზიკურ აქტივობაზე.

ხოლო როდესაც, მწეველებს სთხოვეს, შეეფასებინათ თავიანთი ცხოვრების ხარისხი, ისინი თავს გრძნობდნენ დაღლილად და არ ჰყოფნიდათ მოტივაცია, უარი ეთქვათ ცხოვრების უმოძრაო წესზე.

მომზადებულია timesofindia.indiatimes.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს