1151 გოგონა, რომელიც საქართველოში მშობლებმა მუცელშივე გაწირეს - ოფიციალური მონაცემები

1151 გოგონა, რომელიც საქართველოში მშობლებმა მუცელშივე გაწირეს - ოფიციალური მონაცემები

2012 წლის განმავლობაში, სელექციური აბორტების შედეგად, 1151-ით ნაკლები გოგო დაიბადა,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა განუცხადა.

ამავე თემაზე დღეს კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული ციფრი ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების ე.წ. ირიბი ინდიკატორებით გათვლის შედეგად მიიღეს.

"ეს არის არაპირდაპირი ინდიკატორებით გათვლილი მაჩვენებელი. რაც შეეხება გეგმებს, უკვე დავასრულეთ მუშაობა რეგულაციაზე, რომელიც უმეტესწილად დაარეგულირებს ამ საკითხს", - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა შესაბამისი წინადადებების მომზადება უკვე დაასრულა და საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ: ინდოეთში ქალების დისკრიმინაცია მათ დაბადებამდე ხდება

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ