ჩიორა თაქთაქიშვილმა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველი სპორტსმენები მოღალატეებად შერაცხა

ჩიორა თაქთაქიშვილმა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველი სპორტსმენები მოღალატეებად შერაცხა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს მოღალატეებს უწოდებს. ამის შესახებ დეპუტატი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"ამ ოლიმპიადაში მონაწილეობის გამო, ამ ბანერის საზეიმოდ აღმართვის გამო ჩემთვის აღარ არსებობენ ეს სპოტსმენები, როგორც საქართველოს მოქალაქეები. არ მაინტერესებს პოლიტკორექტულობა, ის, რომ მთავრობა უნდა გავაკრიტიკოთ და არა სპორტსმენები! მან, ვინც ასეთ მოღალატეობრივ, კოლაბორაციონისტულ ნაბიჯს დგამს, უნდა იცოდეს, რომ ვერასოდეს გაიმართლებს თავს ისტორიის წინაშე. გასაგებია, რომ ახლა მოქალაქეების უმრავლესობამ ასე ჩათვალა, გასაგებია, რომ დღეს კოლაბორაციონისტი მთავრობა გვყავს, რომ რუსი ჯაშუშები, მეამბოხეები გმირებად, ქართული ჯარის, პოლიციის, სახელმწიფოს მშენებლები კი დამნაშავეებად არიან შერაცხული, გასაგებია, რომ დღეს პუტინი "თბილი" და მიხეილ სააკაშვილი "სისხლისმსმელის" ეპითეტებით მოიხსენიება, მაგრამ ნუთუ ინტუიციითაც ვერ ხვდებიან, რომ ეს დროებითია?!

არადა რა ადვილად შეეძლოთ ერთი, პრინციპული გადაწყვეტილებით ისტორიაში ღირსეული სახელების გვერდით შესულიყვნენ და არა მოღალატეების.

ბაქოს, რუსებს საქართველოს ჰიმნი რატომ უნდა ეწყინოთ თქვენი აზრით? გგონიათ, ტექსტი არ მოსწონთ ან მელოდია? უბრალოდ, იმიტომ, რომ ის ქართული სახელმწიფოს ღირსებას გამოხატავს და იმიტომ. საქარათველოს მთავრობის და ქართველი სპორტსმენების უღირსი საქციელის ფონზე დაკრულ ჰიმნს სიხარულით დაუკრავენ ტაშს, მერწმუნეთ! ჰიმნთან ერთად სწორედ მიშა განასახიერებს ქართულის სახელმწიფოს ღირსებას რუსების და მთელი მსოფლიოს თვალში და ამიტომ ვერ იტანს მას პუტინი. მარგველაშვილს კი ეს პატივი ვერასოდეს ეღირსება, თუნდაც მცირე ხნით ის იყოს ერის რჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე", - წერს თაქთაქიშვილი.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ძირითადი შემადგენლობა სოჭში გაემგზავრა. ოლმპიადაში სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის სამი მოთხილამურე: ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე. მოციგურავე ელენე გედევანიშვილი ოლიმპიურ ნაკრებს სოჭში მოგვიანებით, კანადიდან შეურთდება. სოჭში უკვე იმყოფებიან საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მდივანი. ოლიმპიურ თამაშებზე პირველად ასპარეზობაში მოთხილამურეები ჩაერთვებიან, 18 თებერვალს ნინო წიკლაური შეეცდება საუკეთესო შედეგის ჩვენებას.

იხილეთ ასევე: ჩიორა თაქთაქიშვილი - ვერცერთი ოქროს მედალი ვერ ჩამორეცხავს ერს ამ სირცხვილს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს