Google-მა ოლიმპიადა გეი დროშით აღნიშნა

Google-მა ოლიმპიადა გეი დროშით აღნიშნა

პუტინის მიერ მიღებული გეი-პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი, ხმები იმის შესახებ, რომ სოჭის ოლიმპიადაზე გეი სპორტსმენებს პრობლემები შეექმნებოდათ და შემდეგ სოჭის მერის ხმაურიანი განცხადება, რომ "სოჭში ჰომოსექსუალები არ არსებობენ" - ამ ყველაფერმა ჰომოსექსუალიზმი სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი თანმხლები თემა გახადა.

სოჭის ოლიმპიადის გახსნის დღეს კი რეალობა ასეთია - სოჭის ოლიმპიურ სოფელში, მიუხედავად პუტინის დამოკიდებულებისა, გეი ბარები არსებობს.

იხილეთ სტატია: CNN - "დაჩა", ჭაჭა და გეი ბარი" - 9 რამ, რითიც სოჭი გაგაოცებთ

ჰომოსექსუალიზმს, როგორც სოჭი 2014-ზე მიბმულ თემას, თავისებურად გამოეხმაურა ინტერნეტგიგანტი Google. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ოლიმპიადის დაწყების დღეს ლოგო გეი დროშის ფერებში შეეღება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა