"ნეკზე არ მიკბინო" - დაპირისპირება ხაშურში

"ნეკზე არ მიკბინო" - დაპირისპირება ხაშურში

ხაშურში, გამწვანების სამსახურის ტერიტორიაზე მცხოვრები, ლომიძეების 7-სულიანი ოჯახი გამოსახლების მოლოდინშია. ოჯახის უფროსი წევრის კამათს აიპი "სავანეს" ხელმძღვანელთან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი შეესწრო. აიპის ხელმძღავანელის სიტყვებმა, რომ გამგეობა ოჯახს ბინის ქირაობის შემთხევაში, 250 ლარის დაფარვას სთავაზობს, მოხუცის გაღიზიანება გამოიწვია და მამაკაცს ყვირილი დაუწყო.

"წადი აქედან ნერვებს ნუ მიშლი, გამგეობაში რამდენჯერ ვიყავით, მაგრამ რა მოგვცეს. შვიდი სული ამ პარატა ოთახში ვართ და აქაც არ გვაყენებთ. გამწარებული სული მიდგას, არ დაგჩეხო ახლა. გაიცინე რა, ნეკზე არ მიკბინო", - ყვიროდა ქალბატონი სავანის ხელმძღვანელის მისამართით.

ლომიძეები გამგეობის საკუთრებაში არსებული შენობის დატოვებას არ აპირებენ და ახალ სახლს ითხოვენ. მათი საკუთარი სახლი რამდენიმე წლის წინ დაინგრა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა