ერთი ნახვით შეყვარება არ არსებობს

ერთი ნახვით შეყვარება არ არსებობს

ნოთინგჰემის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ერთი ნახვით შეყვარება არ არსებობს. ეს მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია, რომლის საფუძველზეც ადამიანებმა ”რომანტიკული ზღაპარი” მოიგონეს.

ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მეხსიერების მიერ გამუდმებით ხდება წარსულში მომხდარი ფაქტების გადაფასება. ყოველი ახალი შეფასება ეფუძნება საგნებისადმი უფრო ჭკვიანურ და გამოცდილ ხედვას. ეს კი თავის მხრივ, ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე ხდება.

ექიმი დონა ჯო ბრიჯემი აღნიშნავს, რომ თუკი ადამიანი პარტნიორთან პირველ შეხვედრას აფასებს, როგორც ერთი ნახვით შეყვარებას, ეს მხოლოდ ეიფორიის შედეგია.

სინამდვილეში, ადამიანი თავის ამჟამინდელ ურთიერთობას წარსულთან მიმართებაში განიხილავს და მას ეჩვენება, რომ გრძნობები გაცნობისთანავე გაჩნდა.

მომზადებულია myjane.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს