რა ჯილდოს აძლევენ მეშვიდე შვილისთვის ქარელში

რა ჯილდოს აძლევენ მეშვიდე შვილისთვის ქარელში

მეშვიდე შვილის შეძენისთვის, ქარელში მცხოვრებ ლელა ხახიშვილს 1500 ლარი გადაეცემა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მიიღო. დახმარების მოთხოვნით საკრებულოში განცხადება რამდენიმე დღის წინ შევიდა.

განცხადების მიხედვით, გაჭირვებული ოჯახის ყველა შვილი მცირეწლოვანია და ახლადდაბადებულს, არსებული შემწეობის დახმარების გარდა, დამატებითი კვება და ყურადღება სჭირდება. საკრებულომ 1500 ლარიანი ჯილდოს გაცემის შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. საკრებულოს წევრმა ეკა მამიჯანაშვილმა იურიდიული განყოფილების წარმომადგენელს შეახსენა, რომ მსგავსი ფაქტები ყურადღების მიღმა არ დარჩეს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა