ელენე ხოშტარია - გაიმიჯნა თუ არა სპორტი და პოლიტიკა?

ელენე ხოშტარია - გაიმიჯნა თუ არა სპორტი და პოლიტიკა?

არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" წარმომადგენელი ელენე ხოშტარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე საზოგადოებას ოლიმპიადის ფონზე ქართულ-რუსული ურთიერთობების არა ემოციური, არამედ რაციონალური შეფასებისკენ მოუწოდებს.

"არ ჯობია მოვეშვათ სახის დახოკვას და კივილს და სერიოზულად ვისაუბროთ ამ ოლომპიადაზე. კითხვა დაისვას რაციონალური:

1. გაიმიჯნა თუ არა სპორტი და პოლიტიკა?

2. სერიოზულად ლაპარაკობენ მოქალაქე თბილოვის და ანქვაბის კერძო ვიზიტზე სოჭში?

3. კონსტრუქციული პოლიტიკა დავიწყეთ რუსეთთანო რომ ამბობენ, როგორ მიაღწევენ შედეგს: უბრალოდ კონსტრუქციული პოლიტიკა, რასაც წირავ ოკუპაციის ხსენებას, უკრაინაზე მკაფიო პოზიციას, ეთნიკური წმენდის ხსენებას... როგორ მოიტანს შედეგს? არ ვამბობ რომ დესტრუქციული უნდა იყო, კითხვა მაქვს, შედეგს როგორ მიაღწევენ მხოლოდ კონსტრუქციულობით? მიზეზი ურთიერთობებში ჩვენი არაკონსტრუქციულობა იყო თუ რუსეთის ინტერესი?

4. რას ვუპირისპირებთ, ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაციის უკვე შემდგარ ფაქტს?

ა.შ..

ტვ ჩავრთე რა დროს კითხვებია, ნაცები, ქოცები....", - წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, "სოჭი 2014"-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გუშინ გაიმართა. საქართველო ზამთრის XXII ოლიმპიურ თამაშებზე 4 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს