"ყველაზე არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი" - გიორგი კანდელაკი მაია ფანჯიკიძეს აკრიტიკებს

"ყველაზე არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი" - გიორგი კანდელაკი მაია ფანჯიკიძეს აკრიტიკებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ნათია ფანჯიკიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ოლიმპიადაზე რუსეთის მხრიდან პროვოკაციის შესახებ გააკეთა.

"ყველაზე არაკომპეტენტური და საკუთარი პასუხისმგებლობის ვერშემგნები საგარეო საქმეთა მინისტრი რაც კი საქართველოს ოდესმე ჰყოლია. ნამდვილად ვიცი, რომ ძალიან ბევრი მოქმედი ქართველი დიპლომატი ზუსტად იგივეს ფიქრობს", - წერს კანდელაკი.

სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე, ქართველი სპორტსმენების გამოსვლის დროს ნაჩვენები საქართველოს რუკა, სადაც აფხაზეთი და ცხინვალი დანისლულია, არ შეიძლება რუსეთის პროვოკაციად ჩაითვალოს - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

ფანჯიკიძის თქმით, ოლიმპიადის ოფიციალურ საიტზე საქართველოს რუკა ისეთივეა, როგორიც რეალურად არის და დასძინა, რომ რუსეთმა აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

"სამწუხაროდ, ტელევიზიით, რუკის ნახვის საშუალება არ მქონია, ვნახე მხოლოდ facebook-ზე. არ ვიცი სხვა ქვეყნების რუკები როგორ იყო წარდგენილი და საქართველოს რუკაზე ეს ღრუბელი როგორ შეიძლება აიხსნას. ვიცი, რომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა იყო ისეთი, როგორიც არის საქართველოს რუკა - ინგლისური და ქართული წარწერებით და ამაზე კომენტარებიც ვნახე ჟურნალისტების მხრიდან, რომ რუსეთმა აღიარა საქართველოს მთლიანობა. ვფიქრობ, რომ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროვოკაციად" - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს დელეგაციის გამოჩენასთან ერთად მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორია ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულებით იყო დაფარული.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს