მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი (+7 ფოტო)

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი (+7 ფოტო)

ინგლისში, ესექსის საგრაფოში ძაღლი, სახელად ფრედი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლის ტიტულს იმსახურებს - როდესაც უკანა ფეხებზე დგება, მისი სიმაღლე 2 მეტრამდე აღწევს.

18 თვის ფრედი თათებიდან კისრამდე 1 მეტრია. როგორც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის წარმომადგენლები ამბობენ, ძაღლს სულ რამდენიმე სანტიმეტრი აკლია, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლის ტიტული მიანიჭონ. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი 4 წლის ზეუსია, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს.

ფრედი რომ სრულფასოვნად გამოკვებოს, მისი პატრონი კვირაში 75 გირვანქა სტერლინგს ხარჯავს. როგორც ძაღლის პატრონი, კლერ სტოუნმენი ამბობს, მას ყველაზე მეტად შემწვარი ქათამი და ტოსტზე წასმული არაქისის კარაქი უყვარს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს