რის გაგებაა შესაძლებელი თქვენზე სისხლის ჯგუფის მიხედვით?

რის გაგებაა შესაძლებელი თქვენზე სისხლის ჯგუფის მიხედვით?

მეცნიერების აზრით, ადამიანის სისხლის ჯგუფზე დამოკიდებულია მისი ტემპერამენტი, ჯანმრთელობა და ხასიათი. სისხლის ჯგუფს დიდი მნიშვნელობა აქვს ცოლქმრულ ცხოვრებაშიც...

პირველი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანი ენერგიული, კომუნიკაბელური და ძლიერი ნებისყოფის მქონეა. მას ლიდერის თვისებები აქვს და ხშირად იგი ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს. ის დაღლილობას ვერ გრძნობს და ხშირად, მცირე დროში სხვებზე მეტ სამუშაოს ასრულებს.

ჯანმრთელობაც შესაშური აქვს: საშუალოდ 75 წლამდე ცოცხლობს. მეცნიერების აზრით, სიცოცხლის ასეთი ხანგრძლივი მაჩვენებელი ჯანსაღი ფსიქიკის "ბრალია". თუმცა, ჯანმრთელობა მასაც ახსენებს თავს. ის შეიძლება გასტრიტმა შეაწუხოს. მას არ ვნებს ალკოჰოლი. რაციონი უნდა გაამდიდროს ქათმისა და საქონლის ხორცით.

მეორე სისხლის ჯგუფის მფლობელი გამჭრიახი და დაკვირვებულია. ის შრომისუნარიანობას რთულ სიტუაციაშიც კი ინარჩუნებს. კეთილსინდისიერი და მონდომებულია. ინტელიგენტი. კარიერულ წარმატებას მხოლოდ საკუთარი შრომით აღწევს. ის ერთგული მეგობარი, ნათესავი და სასიყვარულო პარტნიორია. ერთი სიტყვით - სრულყოფილი არსება.

აი, მისი ჯანმრთელობა კი მოიკოჭლებს. ათეროსკლეროზი, ინფარქტი, დიაბეტი, შარდკენჭოვანი დაავადებები ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლებისგანაც თავი უნდა დაიზღვიოს. ის რთულად იტანს სპირტიან სასმელებს და ადვილად ღორის ხორცს.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს