ერბოკვერცხი და ლუდი მამაკაცის სქესობრივი პოტენციას აქვეითებს

ერბოკვერცხი და ლუდი მამაკაცის სქესობრივი პოტენციას აქვეითებს

ჰოლანდიელი დიეტოლოგების ჯგუფი პროდუქტების ნუსხას აქვეყნებს, რომლებიც მამაკაცის უშვილობას იწვევს. ჩამოთვლილი საკვები პროდუქტები არც ქალებისთვის არის სასარგებლო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი მავნე თვისებების მიმართ მამაკაცები უფრო მგრძნობიარენი არიან.

პირველი ადგილი შემწვარმა ხორცმა დაიკავა. მართალია, არცერთი შემწვარი პროდუქტი სასარგებლო არაა, მაგრამ შემწვარი ხორცი კაცის რეპროდუქციული სისტემისთვის დამღუპველი ყოფილა. განსაკუთრებით საზიანოა კანცეროგენული ნივთიერებები, რაც წვის დროს ცხიმში გამოიყოფა.

მეორე ადგილზე ყველასთვის ცნობილი ერბოკვერცხი აღმოჩნდა. უცოლო კაცის ყოველიდღიური საუზმის მთავარი ინგრედიენტი მთელი კვირის სამყოფ ქოლესტერინს შეიცავს. ეს უკანასკნელი კი ცუდად მოქმედებს თირკმელებზე და სპერმატოზოიდების აქტივობასაც აქვეითებს.

მესამე ადგილზეა ძეხვეული. ნახევარფაბრიკატებისთვის საგანგებოდ გადამუშავებული და "მომწიფებული" ხორცი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სპერმის პროდუქტიულობაზე უარყოფითად მოქმედებს. ასე, რომ თუ შვილის ყოლას აპირებთ, ძეხვეული მენიუდან უნდა ამოიღოთ.

დიეტოლოგებმა მამაკაცის ნაყოფიერების ნომერ მეოთხე მტრად ერთხმად აღიარეს ლუდი. ამ სასმელში შემავალი ფიტოჰორმონები მამაკაცურ სქესობრივ პოტენციას უქმნის პრობლემებს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს