მთვარეული Instagram-ის ვარსკვლავი გახდა

მთვარეული Instagram-ის ვარსკვლავი გახდა

თებერვლის დასაწყისში მასაჩუსეტსის ქალთა კოლეჯის კამპუსში კაცი გამოჩნდა. თავისთავად ეს ფაქტი არავის შეაშინებდა - სტუმარი თოვლში საცვალის ამარა და მუხლმოდრეკილი რომ არ მდგარიყო. ამასთან, ისეთი სახე ჰქონდა, რომ გარშემომოფნი მაშინვე ხვდებოდნენ, კაცი თავს ცუდად გრძნობდა. თუმცა მის მდგომარეობაზე ნერვიულობა არ ღირს, რადგან იგი არა ნამდვილი ადამიანი, არამედ ამერიკელი ხელოვანის ტონი მატელის შექმნილი მთვარეულის ჰიპერრეალისტური სკულპტურაა. მისი გამოფენა, რომლის ნაწილი საცვლიანი მამაკაცია, ამჟამად დევისის უნივერსიტეტის მუზეუმში იმართება. მუზეუმის ხელმძღვანელობამ მთვარეულის განთავსება შენობის გარეთ გადაწყვიტა, რათა "ხელოვნება რეალურ სივრცეში საგამოფენო დარბაზის მიღმა გასულიყო".

კოლეჯის ზოგიერთი თანამშრომელი მთვარეულთან მეზობლობით უკმაყოფილოა, როგორც საიტ Change.org-ზე გავრცელებულ პეტიციაშია ნათქვამი, ქანდაკება "სტუდენტური საზოგადოების წევრთა შფოთვის, შიშისა და სექსუალურ ძალადობაზე აზრების წყარო გახდა".

თუმცა, სხვა სტუდენტები თოვლში მდგარ "ადამიანს" თბილად ხვდებიან. ბევრი მათგანი მთვარეულთან ფოტოებს იღებს

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს