ოკუპაციის ამსახველი კადრები და ფრაზები - "სოჭი 2014"-ის "ფეისბუქ-გვერდზე" დატოვებული ქართული მესიჯი

ოკუპაციის ამსახველი კადრები და ფრაზები - "სოჭი 2014"-ის "ფეისბუქ-გვერდზე" დატოვებული ქართული მესიჯი

სოჭის ოლიმპიადის ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდს" - Sochi 2014 Winter Games ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლები "უტევენ". ოლიმპიადის გვერდზე ათი ათასობით ქართველი სამ ენაზე ერთი შინაარსის მესიჯს ტოვებს - აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! რუსეთი ოკუპანტია!; Apkhazia is Georjia!!"...

გარდა ამისა, გვერდზე ვრცელდება youtube-ზე ატვირთული ვიდეორგოლი - Russian occupations (since 1939 till 2008), სადაც 1939-2008 წლების განმავლობაში რუსული ოკუპაციის ამსახველი დოკუმენტური ემოციური ფოტომასალაა გაერთიანებული.

სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ოლიმპიადის "ფეისბუქ-გვერდზე" ამგვარი აქტიურობის გამო დაბლოკეს, თუმცა მიუხედავად ამისა, გვერდი სავსეა აღნიშნული შინაარსის შეტყობინებებით.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს