თბილისის ზოგიერთ უბანს წყალი ისევ არ მიეწოდება

თბილისის ზოგიერთ უბანს წყალი ისევ არ მიეწოდება

არაგვის ხეობაში დაზიანებულ ორ მაგისტრალურ წყალსადენზე აღდგენითი სამუშაობის გამო, თბილისის გარკვეულ უბნებს წყალი არ მიეწოდება.

1400 მმ-იან VI და VII მაგისტრალურ წყალდენებზე, 8 თებერვალს, საღამოს მოხდარი დაზიანება აღმოფხვრილი არ არის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, აღნიშნული დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები გართულდა, რის გამოც დღეს, 14:00 საათიდან, წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება: გლდანის III, IIIა, V, VI, VII, VIII და თემქის III მ/რაიონებს, ცენტროლიტის, კონიაკის, მუხიანის სამხედრო და გლდანულას დასახლებებს, სოფლებს: გლდანს და გიორგიწმინდას; "ჰაიდელბერგ ცემენტს" და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპატიმროს; შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის, კეკელიძის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, დარიალის, გოგებაშვილის, კერესელიძის, გუნიას, გალის, მაყაშვილის, კოჯრის, შინდისის, წავკისის, მესხისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და ნუცუბიძის ფერდობებს, წყნეთს, წავკისს, ახალდაბას, კიკეთს, კოჯორსა და ტაბახმელას.

კომპანიის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, 8 თებერვალს, 23:00 საათზე, არაგვის ხეობაში ავარიულად დაზიანდა 1400 მმ-იან VI და VII მაგისტრალური არტერია, კერძოდ კი წიწამურის ხევში გამავალი მონაკვეთები.

კომპანიის განცხადებით, ადგილმდებარეობის სირთულიდან გამომდინარე, მაგისტრალების დაზიანებულ მონაკვეთებამდე მძიმე სპეცტექნიკის გადასასროლად კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყო გზის გაყვანა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა დაზიანების ადგილებში საავარიო ბრიგადების, ასევე, ბულდოზერებისა და ექსკავატორების მობილიზება.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: რო­დის მი­ი­ღე­ბენ თბი­ლი­სე­ლე­ბი წყალს შეუ­ფერ­ხე­ბლად - "რის­თ­ვის ვიხ­დით ფულს?"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია