ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიას 9 კონკურსანტი უჩივის

ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიას 9 კონკურსანტი უჩივის

ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, თვითმმართველობაში შექმნილ საპრეტენზიო კომისიაში, რომელიც საკონკურსო კომისიის წინააღმდეგ დაწერილ საჩივრებს სწავლობს, 9 განცხადება შევიდა. კომისიაში საჩივარი შემდეგმა კონკურსანტებმა შეიტანეს: არარატ ჩახოიანი, მეგი კაჭკაჭიშვილი, ეკა ტატალაშვილი, ავთანდილ თელიაშვილი, ბესარიონ მიქელაძე, გიორგი შუბითიძე, შალვა შენგელია, ბიჭიკო მოდებაძე და დავით წიკლაური.

საპრეტენზიო კომისიაში აცხადებენ, რომ რადგან კონკურსანტებს შედეგები საკონკურსო კომისიამ ფოსტით გადაუგზავნა, შესაძლოა, საჩივრების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. მათივე განმარტებით, განცხადებები განხილვის პროცესშია და კონკურსანტებს პასუხებს განცხადების შეტანიდან სამი დღის ვადაში აცნობებენ.

"კონკურსანტებს გასაუბრების შედეგების ჩაბარებიდან ორი დღის ვადაში შეუძლიათ განცხადების შემოტანა. ელექტრონულად ვხედავთ, ვის როდის ჩაბარდა განცხადება და შესაბამისად, ამით შეგვიძლია ვაკონტროლოთ, დაირღვა თუ არა საჩივრის შემოტანის ვადა", - ამბობს მაკა სუდაძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა