შვილის სისტემატურად ცემისთვის მამას 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

შვილის სისტემატურად ცემისთვის მამას 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გორის საპატრულო პოლიციამ 43 წლის თეიმურაზ მ. 16 წლის შვილის ცემის გამო, უკვე მესამედ დააკავა. დაკავებულს ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით წარედგინა.

დაკავებულმა ჩადენილი ქმედება აღიარა, მოინანია და მოსამართლეს სთხოვა, რომ მისთვის პატიმრობა არ მიესაჯათ. "გთხოვთ, ჯარიმით გამათავისუფლოთ, რადგან ოჯახში ჩემს მეტი არავინ მუშაობს", - განაცხადა მან.

მოსამართლემ დაკავებულის თხოვნა არ გაიზიარა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე, 15 დღიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. "თქვენ უკვე მერამდენედ ხართ აქ და როცა აქ მოდიხართ, მხოლოდ, მაშინ ნანობთ თქვენს საქციელს", - უთხრა მოსამართლე დავით პაპუაშვილმა დაკავებულს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა