"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" შედეგები სამცხე-ჯავახეთში

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" შედეგები სამცხე-ჯავახეთში

2013 წელს, სამცხე-ჯავახეთისთვის "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 3,605,112 ლარი გამოიყო. ამ თანხით რეგიონში ჯამში 460 პროექტი განხორციელდა და მათგან დასასრულებელი მხოლოდ 5 დარჩა.

გასულ წელს ადიგენისთვის 556,428 ლარი იყო გათვალისწინებული და მუნიციპალიტეტის 14 ტერიტორიულ ორგანოში 110 პროექტი განხორციელდა. დასასრულებელი მხოლოდ სამი პროექტია, რისი გაჭიანურების მიზეზადაც ადიგენის გამგეობაში მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შეცვლას ასახლებენ.

ახალციხეში, რომელსაც 664,617 ლარი ერგო, 66 პროექტი დაიგეგმა. მათგან აგარა ერთადერთი სოფელია, სადაც პროექტი ვერ დასრულდა. აქ სასმელი წყლის შიდა ქსელის მოსაწყობად 9,947 ლარია გამოყოფილი.

ასპინშაძი 283,951 ლარად დაგეგმილი 35 პროექტიდან ყველა დასრულებულია. პროექტები სრულად განხორციელდა ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებშიც. ბორჯომში 419,901 ლარად 48 პროექტი დასრულდა, ხოლო ახაქალაქში 1,121,118 ლარად 153 პროექტი განხორციელდა.

საბოლოო ჯამში, პროგრამის თანხით, რეგიონში აშენდა კულტურის სახლები, შემოიღობა ეკლესიების ეზოები, გარემონტდა ბაღები და ამბულატორიები, მოწესრიგდა სარწყავი არხები. განხორციელდა ხიდების რეაბილიტაცია, გარე განათების დამონტაჟება, წისქვილის კეთილმოწყობა, მინი-სტადიონების და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ზოგან იყო ისეთი პროექტებიც, როგორიცაა საპირფარეშოსა და ავტომოსაცდელის მოწყობა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა