ნოდარ მელაძე "პოზიციის" პროდიუსერი გახდა

ნოდარ მელაძე "პოზიციის" პროდიუსერი გახდა

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სამუშაოდ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში გადავიდა. მელაძე ნინო შუბლაძის გადაცემა "პოზიციის" ერთ-ერთი პროდიუსერი გახდა. ჟურნალისტი უკვე რამდენიმე დღეა "ფეიბუქის" გვერდზეც იღებს მილოცვებს ტელეკომპანიის თანამშრომლებისა და კოლეგებისგან.

"ქეთევან ქარდავა: ნოდარ გილოცავ ახალ სამსახურს! წარმატებები და კიდევ წარმატებები!

ეკა მიშველაძე: აა, ანუ აქაც გაბაზრდააა? ჩემო ნიჭიერო, უკარგესო ადამიანო და უმაგრესო ბიჭო!

ნოდარ, გილოცავ დამსახურებულ წარმატებას კარიერაში, შენ იმსახურებ ყველაფერს კარგს და ეჭვიც არ მეპარება სადაც არ უნდა მიხვიდე შენს სინათლეს ყველგან შეიტან. გილოცავ გულწრფელად!", - ულოცავენ მეგობრები ნოდარს.

ნოდარ მელაძე მანამდე "პირველ რადიოში" მუშაობდა.

ნათია გედენიძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს