ცეცხლწაკიდებული "სასწრაფო" და დისტანციური მკურნალობა ჭიათურაში

ცეცხლწაკიდებული "სასწრაფო" და დისტანციური მკურნალობა ჭიათურაში

55-ათასიანი მუნიციპალიტეტი - ჭიათურა, ფაქტობრივად, საავადმყოფოს გარეშეა დარჩენილი. 2011 წელს სამედიცინო სისტემა ჰოსპიტალური გახდა, რასაც ქალაქში მდებარე ორი უზარმაზარი საავადმყოფო შეეწირა და სანაცვლოდ ერთი "კარდონის" "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაღაა. თუმცა 25 საწოლიანი "ჯეოჰოსპიტალსი" ჭიათურის მოთხოვნებს ვერც ფორმატით და ვერც შინაარსით ვერ პასუხობს.

ჭიათურის მედპერსონალის პროფესიონალიზმი - ზუსტად ისეთია, როგორც მთელ საქართველოში. სამაგალითოდ ისიც კმარა, რომ აწ გაუქმებულ ე.წ. ქალაქის საავადმყოფოში ერთ-ერთმა ექიმმა-თერაპევტმა, მიუხედავად იმისა, რომ რენტგენის ფოტოები ხელთ ეჭირა, პაციენტს კარდიოთერაპია დაუნიშნა პლევრიტის დროს. ხოლო, ტახიკარდიის დიგნოზით "ჯეოჰოსპიტალში" მიყვანილ პაცინეტზე, მორიგე ექიმს წყენა დაეტყო: ამ შუაღამეზე ამის გამო აქ რამ მოგიყვანა, გამოძინება არ უნდა მაცადოო?"

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ყველაზე შორეული სოფელი საჩხერიდან 45-50 კილომეტრით არის დაშორებული. ამასთან, დღევანდელი 112-ის მომსახურება ისეთია, სასწრაფო დახმარების ნაცვლად, "საგვიანო" შეიძლება დავარქვათ (არაერთხელ მომხდარა, რომ "უაზის" მარკის 03-ები გზად დარჩენილან). ცნობილია, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები "დაგორებით" უნდა გაუშვა, ავტოპარკები გასაახლებელია. ერთხელ ძროხისგან ნეკნებჩალეწილი ქალი შუა გზაზე გაჩერებული სასწრაფო დახმარების მანქანიდან სხვა მანქანაში გადაუსვამთ და ისე მიუყვანიათ საავადმყოფოში, პაციენტიან "უაზს" ცეცხლიც კი წაჰკიდებია... ამდაგვარი ისტორიები კი მრავლადაა.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა