გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მეზობლებს შორის ჩხუბი სოციალურ ქსელში, odnoklassniki.ru-ზე გაკეთებულ კომენტარებს მოჰყვა. ამის შესახებ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, ეჭვმიტანილია სამი ადამიანი.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა თანასოფლელ ქალს ფოტოზე ჯერ უხამსი კომენტარები დაუწერა, შემდეგ, საქმის გარჩევის დროს მის მეუღლეს, სხვა ორი თანასოფლელის დახმარებით, სასტიკად სცემა. ქალის მეუღლეს მხედველობა დააკლდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა.
"ჩვენმა თანასოფლელმა ფოტოზე უხამსი კომენტარები დადო. მიზეზი დღემდე არ ვიცით. ამის შემდეგ ის ჩემს ქმარს მეზობლებმა მოუყვანეს და ჩვენი სახლის გარეთ დაიწყეს საუბარი. საუბარი ჩხუბში გადაიზარდა. ყვირილის ხმაზე, როცა სახლიდან გავედი, სამივე ჩემს ქმარს წიხლებს ურტყამდა. იძულებულები გავხდით, პოლიცია გამოგვეძახებინა", - განაცხადა სასამართლო პოცესზე დაზარალებულის მეუღლემ.