ახალი ფემინისტური მოძრაობა - თავისუფლება სისხლდენას

ახალი ფემინისტური მოძრაობა - თავისუფლება სისხლდენას

პოპულარულმა ვებსაიტმა 4chan გადაწყვიტა, დაერწმუნებინა ქალები, რომ ჰიგიენური ნივთები ჩაგვრის ფორმაა და მათი გამოყენება არ შეიძლება. ამ ტენდენციას მსგავსი წინაპირობა ჰქონდა: თინეიჯერმა ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ ყალბი სოციალური მედიის გვერდები. მათი მიზანი იყო, ფემინისტური მოძრაობისთვის დაეცინათ. თინეიჯერი ბიჭები აშეარებდნენ სულელურ ჰეშტეგებს - სისხლდენა.

"ოპერაცია თავისუფალი სისხლდენა" ასახავს ვითარებას, როდესაც ქალს აქვს მენსტრუაცია და თავს უფლებას აძლევს, დასვაროს საგნები და ტანსაცმელი. მნიშვნელობა არ აქვს რას ჩაიცვამს, მთავარია მენსტრუაციის დროს ჰიგიენური პაკეტები, ან ტამპონები არ გამოიყენოს. ამ ახალი ტრენდის უკან ორი ძირითადი იდეა დევს: პირველი - ქალის ციკლი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ჭუჭყიანი, ან არაბუნებრივი. მეორე - ქალური ჰიგიენური პროდუქტები კაცებმა გამოიგონეს, ამგვარად, ეს ყველაფერი ხელს უწყობს წარმოდგენას, რომ ქალები ცხოვრობენ სამყაროში, რომელსაც კაცები მართავენ.

ვებსაიტის Lipstiq.com-ის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, მკითხველისთვის ეს თემა მიეწოდებინა და კომენტარების საშუალებით გაერკვია, რას ფიქრობენ რიგითი ადამიანები. Lipstiq.com მოდაზე, შოუბიზნესზე, ურთიერთობებსა და ყველა იმ თემაზე წერს, რომელიც ქალს ეხება.

"ამ ბიჭებმა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ყურადღება მიიპყრეს და თუმცა, ეს მხოლოდ გამოგონილი ახირებაა, ჩვენ ჯერ კიდევ ვხედავთ საჭიროებას ამ თემის გარშემო დისკუსიაში ჩაგრთოთ", - წერს Lipstiq.com.

მომზადებულია Lipstiq.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს