მამაკაცი სამზარეულოში

მამაკაცი სამზარეულოში

"ქალი ვიცი მე კუხნაში" - მამაკაცების საყვარელი შაბლონური ფრაზაა. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ამ მაგიურ ადგილას მათი უმრავლესობა თავად აღმოჩნდება და მარტოს უწევს კულინარიული მწვერვალების დაპყრობა?

ვაშლის ღვეზელის რეცეპტი მამაკაცებისთვის გასაგებ ენაზე:

1. აიღეთ მაცივრიდან 10 კვერცხი, დადეთ მაგიდაზე დარჩენილი შვიდი და მოწმინდეთ იატაკი. სხვა დროს უფრო ყურადღებით იქნებით.

2. აიღეთ თასი და მის კიდეზე ჩატეხეთ კვერცხი. ჩაასხით კვერცხის შიგთავსი თასში

3. მოწმინდეთ მაგიდაზე დაქცეული კვერცხი აკურატულად. მაშ ასე: თასში გვაქვს 5 კვერცხი.

4. ახლა აიღეთ მიქსერი, გაუკეთეთ სათქვეფი ჯოხები და დაიწყეთ თქვეფა. ახლა სცადეთ და კიდევ ერთხელ დაუმაგრეთ ჯოხები - ამჯერად საიმედოდ. ათქვიფეთ.

5. მოიბანეთ სახე, ყელი, ხელები. საბოლოოდ, თქვენ თასში დაგრჩათ ორი ათქვეფილი კვერცხი. სწორედ ამდენი გჭირდებათ ღვეზელისთვის!

6. დაამატეთ შაქარი - წინასწარ გასინჯეთ, ხომ ნამდვილად ტკბილია?

7. სამზარეულოს ტექნიკასა და ავეჯს გაზეთები ან რაიმე ქსოვილი გადააფარეთ - ფქვილის ჩაყრის დროა!

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს