წყალტუბოში დევნილებისთვის რეაბილიტირებულ შენობას ქარმა სახურავი გადახადა

წყალტუბოში დევნილებისთვის რეაბილიტირებულ შენობას ქარმა სახურავი გადახადა

წყალტუბოში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს "რეაბილიტირებულ" შენობას, სადაც 49 დევნილი ოჯახი შეასახლეს, ქარმა სახურავი გადახადა და ახლა საცხოვრებელ ოთახებში წვიმა ჩადის. თუმცა ეს მათი ერთადერთი პრობლემა არ არის. ახლადგარემონტებულ შენობაში არც ბუნებრივი აირია შეყვანილი, ხოლო მოუწესრიგებელი წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის შეკეთება თავად შესახლებულებს მოუწიათ. ერთადერთი, რაც მათ საცხოვრებელ ოთახებთან ერთად მიიღეს, ელექტროენერგიის 200 ლარიანი ვაუჩერია და მასაც ლიმიტი უკვე ამოეწურა.

წყალტუბოში შესახლებულ ლტოლვილებში, რომლებიც განსახლების ახალი წესით შეარჩიეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ომის მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახები, მრავალშვილიანები, ინსულტგადატანილი და პარალიზირებული ავდმყოფებიც არიან. ისინი საცხოვრებელში არსებულ გაუსაძლის პირობებზე ჩივიან და შენობის თავიდან გადახურვის იმედი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს ყოფილი საავადმყოფოს შენობა 49 დევნილ ოჯახს დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ გასული წლის სექტემბერში ერთობლივად გადასცეს. შენობის რეაბილიტაცია ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ განახორციელა, თუმცა სამშენებლო კომპანიას დევნილთა უწყებაში არ ასახელებენ. სამუშოების საერთო ღირებულება 558,235 ლარს შეადგენს.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა