საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მთავრობას სიკვდილის ზღვარზე მყოფი ადამიანების დახმარებისკენ მოუწოდებს, რომლებიც სხვადასხვა საინფორმაციო საშულებისა თუ სოციალური ქსელების მეშვეობით ადამიანებს ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვენ.
"დღე არ გავა ისე, რომ ან საინფორმაციო გამოშვებებში, ან სოციალურ ქსელებში ვინმეს გადასარჩენად ფულს არ ითხოვდნენ გამწარებული ადამიანები...
მთავრობავ! რამოდენიმე რამე მოგი ## ან:
1. საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა.
2. პატრონის 7 მილიარდი.
3. ფანტაზია.
4. უუნარობა.
5. ის, ახლად ნაყიდი ზვიგენი (თუ ზოოფილიაში არ ჩამომართმევთ) (მე-5 იმიტომ რომ, დარწმუნებული ვარ, მინიმუმ 2-3 ძვირადღირებული ოპერაციის ფულია მაგ ზვიგენში გადახდილი)
ხხ ტფუ...", - წერს ხაჩიძე.