ახალციხეში დენის გაორმაგებულ გადასახადებს უჩივიან

ახალციხეში დენის გაორმაგებულ გადასახადებს უჩივიან

ახალციხის რაიონის მოსახლეობა ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადს უჩივის. აბონენტები ამბობენ, რომ მიუხედავად იგივე რაოდენობით მოხმარებული ელექტროენერგიისა, დეკემბერსა და იანვრის თვეში გადასახადის ოდენობა გაორმაგდა.

"ვუჩივით დენის გაორმაგებულ გადასახადებს. წინა თვეებთან შედარებით აშკარა მატებაა, არაფერი შეცვლილა, როგორც მოვიხმარდი წინა თვეებში, ახლაც ისევ ისე მოვიხმართ, გვაინტერესებს რა ხდება, რამ გამოიწივა ასეთი მკვეთრი ცვლა ტარიფის თუ გადასახადის, გვაინტერესებს კონკრეტული პასუხები", - ამბობს ვალეს მკვიდრი ჯაბა ნათენაძე.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის გიორგი ბალახაშვილის განმარტებით, ელექტროენერგიის ტარიფები არ შეცვლილა. მოსახლეობა ზამთრის პერიოდში შედარებით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, გადასახადებიც ამიტომ არის გაზრდილი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა