"სიმპტომები მენიშნა, რაც წინა ხელისუფლების დასაწყისს წააგავს" - გიორგი ზურაბიშვილის მწვავე შეკითხვები მთავრობას

"სიმპტომები მენიშნა, რაც წინა ხელისუფლების დასაწყისს წააგავს" - გიორგი ზურაბიშვილის მწვავე შეკითხვები მთავრობას

დავით ზურაბიშვილის ვაჟი, სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ხელისუფლებას აკრიტიკებს და რამდენიმე შეკითხვით მიმართავს.

"მინდა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება გავაკრიტიკო. პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს ნუ გაგიხარდებათ, რადგან ამჟამინდელი ხელისუფლების მინუსები, წინა ძალადობრივ რეჟიმს არანაირად არ ამართლებს. ეს ცხრა წელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგროც სამარცხვინო პერიოდი. თუმცა წარსული - წარსულია და ჯობია ყურადღება აწმყოზე და მომავალზე გავამახვილოთ. არსებობს უამრავი შეკითხვა და პრობლემა, რაც მე მაღელვებს და ვფიქრობ, ყველას უნდა გვაღელვებდეს.

1) პირველ რიგში, რატომ არ გასამართლდა არცერთი ზონდერი და დამნაშავე, ვინც მონაწილეობას იღებდა სასტიკ დარბევებში, ძალადობაში და ტერორში? რატომ რჩებიან ისინი კვლავ ძალოვან სტრუქტურებში?

2) რატომ არ შეიქმნა ანტიმონოპოლიური სამსახური? ის ორგანიზაციები, ვინც ნაციონალური მოძრაობის პერიოდში უსამართლოდ გამდიდრდნენ და მონოპოლისტები იყვნენ, დღესაც რჩებიან ბაზარზე წამვან მოთამაშეებად.

3) რატომ არ გაიაფდა ბენზინი?

4) რატომ ხდება ისე, რომ თითქმის ყველა მენეჯერულ თანამდებობაზე, ყოფილი მიშისტები არიან დანიშნულები? ისევ მონები გვჭირდება? ისევ ის ადამიანები გვინდა ვისაც საკუთარი აზრი არ გააჩნია და მხოლოდ დავალებებს ასრულებს? მონებით ნორმალურ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.

5) რამე შეიცვალა ძალოვან სტრუქტურებში? მენტური რეჟიმი და პოლიციელების ბეზპრიძელი შეწყდა? არა.

6) კულტურაში რაც ხდება, მაგაზე საუბარიც არ ღირს. სამარცხვინო სიტუაცია ყველა დონეზე, რასაც ამ დღეებში განვითარებული მოვლენებიც ცხადყობს.

7) სანამ გენერალურ პროკუკორს გაანთავისუფლებდნენ, მანამდე უმრავლესობის ყველა მიმართულებიდან გაპრავება მიდიოდა. ისევ საკუთარი აზრის არ ქონა, ან იმის შიში, რომ მისი დაფიქსირების შემთხვევაში შეიძლება ზემოდან მოგხვდეს. ისევ ერთ ადამაინზე დაყდნობილი სისტემა.

8) სად არის თვითმართველობა? არ არის.

9) 40% იანი ზღვარი არჩევნებში არის სრული სისულელე, ამას ყველა უნდა ხვდებოდეს. თუ ადრე იყო ეგ სისტემა უსამართლო და ყველა 50%-იან ბარიერს ითხოვდა, იმის მერე შეიცვალა რამე? კი, ხელისუფლება.

10) რატომ არასდროს არ უსმენთ და არ ითვალისწინებთ ჭკვიანი, განათლებული და მცოდნე ადამიანების აზრს?

11) სად არის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, რაც ეკონომიკური წინსვლის პირველი ეტაპი უნდა იყოს? ეხლა ვაპირებ მცირე ბიზნესის დაწყებას და სესხს ისე არავინ არ მაძლევს, მთელი ჩემი ქონება რომ არ ჩამადებინონ.

12) რატომ გვაფსმევინებთ კვლავ და კვლავ? რით ვერ გაიგეთ, რომ ამისთვის არის ტუალეტი და არა ნარკოლოგიური?

13) განათლების სისტემაში რამე შეიცვალა? არა.

14) ეკოლოგიაზე და გამწვანებაზე აღარც ვლაპარაკობ.

15) რატომ ეძლევათ ვიღაც გაურკვეველ არსებებს, რომლებიც თითქოს მართლმადიდებლობას იცავენ, ადამიანების ჩაგვრის საშუალება? მე რო ვიჩხუბო, ეგრევე მაგარ შარში ვიქნები და ესე ვითომც არაფერი.

16) სასამართლო საერთოდ გვაქვს?

მოკლედ, კიდე ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რაც რბილად რომ ვთქვად გამოსასწორებელი და მისახედია. სულ პატარა სიმპტომები მენიშნა, რაც წინა ხელისუფლების დასაწყისს წააგავს და ნუღა გავიმეორებთ ათიათასჯერ დაშვებულ შეცდომებს. მხოლოდ წინ გვჭირდება სიარული და არა ამ დედა აფეთქებულ მოჯადოვებულ წრეზე. საჭიროა არა მონური მენტალიტეტი, არამედ პროფესიონალიზმი, განსხვავებული აზრის პატივისცემა და პირველ რიგში საკუთარი აზრის ქონა.

ჩვენც (საზოგადოება) უნდა გამოვფხიზლდეთ, რადგან მგონი ცოტა მოვდუნდით და ეგ არ არის კარგი. ჩვენს ხელშია ეს ქვეყანა და არა ვიღაც გალსტუკიანი კომკავშირელი, გუშინ მიშისტი დღეს ბიძინისტი ტრაკის მლოკავი ყ...ების", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს