"ფროიდის ფსიქოანალიზის მხოლოდ სექსთან დაკავშირება არის მისი ვერგაგება" - ლექცია ქუთაისში

"ფროიდის ფსიქოანალიზის მხოლოდ სექსთან დაკავშირება არის მისი ვერგაგება" - ლექცია ქუთაისში

თბილისის მწერალთა და ქუთაისის ჩაის სახლმა დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებში თვეში ერთხელ მოეწყობა საჯარო ლექციები. მათ ლიტერატურის კრიტიკოსები და ფილოსოფოსები გამართავენ.

პროექტის ფარგლებში პირველი ლექცია ფილოსოფოსმა გიგა ზედანიამ გამართა. მან

ლიტერატურაზე, ფროიდსა და ფსიქოანალიზზე, მათ ურთიერთგავლენაზე, ასევე არცოდნისა და ნახევარცოდნის სრულ იდენტობაზე ისაუბრა.

ფილოსოფოსმა ხაზი გაუსვა ტექსტების ორიგინალი ენის მნიშვნელობას, რომელიც დიდი ავტორების ნააზრევის გაგებაში გვეხმარება. "მაგალითად, არისტოტელე შეუძლებელია გაიგო თუ არ ისწავლე ძველბერძნული. ფროიდთანაც ასეა. მთარგმნელმა შეიძლება ვერ დაიჭიროს შესაბამისი სიტყვა. ყველაზე პოპულარული სიტყვა, რომელიც ფროიდს უკავშირდება, არის სექსი - ფროიდი ამბობდა, რომ მთავარია სექსი. თუმცა  უკვე აქ არის დიდი შეცდომა და ფროიდის აბსოლუტური ვერგაგება, ფროიდი სექსუალობას სულ სხვა რამეს უწოდებს", - აღნიშნა გიგა ზედანიამ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა