"იუვენტუსის" ფანკლუბმა თბილისის ზოოპარკში ზებრას პატრონაჟი ითავა

 "იუვენტუსის" ფანკლუბმა თბილისის ზოოპარკში ზებრას პატრონაჟი ითავა

ტურინის "იუვენტუსის" ქართულმა ფანკლუბმა თბილისის ზოოპარკის ბინადარის, ახალდაბადებული ზებრას პატრონაჟი ითავა. პატრონაჟი პატარა ზებრას კვებისა და მოვლის ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს. გადაწყვეტილება მისი შეფერილობით იყო განპირობებული - შავ-თეთრი, ზოლებიანი ცხოველი იტალიური საფეხბურთო კლუბის ფერებთან ასოცირდება.

ქართველი ფანები იმედოვნებენ, რომ პატარა ზებრა, "იუვენტუსის" ცოცხალი სიმბოლო კიდევ უფრო პოპულარულს გახდის მათ საყვარელ საფეხბურთო კლუბს, განსაკუთრებით კი ბავშვებში.

თბილისის ზოოპარკმა ფანკლუბს სხვა პრივილეგიებთან ერთად, პატარა ზებრასთვის სახელის დარქმევის ექსკლუზიური უფლებაც გადასცა.

ნათია გედენიძე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს