ვალენტინობას მარტო ყოფნა კარგია

ვალენტინობას მარტო ყოფნა კარგია

თუ შეყვარებული არ გყავთ, არ იდარდოთ. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ეს თქვენთვის სასიკეთოც კია.

ფსიქოლოგების თქმით, პარტნიორის გარეშე მყოფი ადამიანი მარტოობას ვალენტინობას ყველაზე მძაფრად განიცდის. თუმცა, რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, მარტოობის გრძნობას ადამიანების დახმარება შეუძლია.

კვლევა ჟურნალში Cognition & Emotion დაიბეჭდა და სტატიაზე ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერები ერთად მუშაობდნენ.

"სავსებით გასაგებია, რომ ცუდი განწყობა, ისევე როგორც მარტოობა, შეიძლება შეფასდეს, როგორც საზიანო ადამიანისთვის. თუმცა, მარტოობის ტკივილი ერთგვარი ბიძგია ადამიანებისთვის, განაახლონ კავშირები", - წერია სტატიაში.

აღმოჩნდა, რომ მარტოობას ერთგვარი ფუნქცია აქვს - ამ გრძნობას ადამიანის გადარჩენა შეუძლია. მეცნიერები მარტოობის გრძნობას "სიკვდილისგან გადარჩენის ინსტიქტს" უწოდებენ. სწორედ ამის გამოა, რომ ადამიანები სხვადასხვა სპორტულ გუნდებს გულშემატკივრობენ.

მომზადებულია Cognition & Emotion-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს