როგორ იცვლება ორგანიზმი, როდესაც ადამიანი შეყვარებულია

როგორ იცვლება ორგანიზმი, როდესაც ადამიანი შეყვარებულია

ალბათ, ხშირად გაგიგონიათ, რომ შეყვარებულ ადამიანს თვალები განსაკუთრებით უბრწყინავს - ეს მხოლოდ ლამაზი ფრაზა არაა. სიყვარულის დროს ადამიანის ორგანიზმი რადიკალურად იცვლება.

შეყვარებულობისას, თქვენი ტვინის 12 მონაკვეთი აქტიურდება. სწორედ ამის წყალობით "იგებთ", რომ შეყვარებული ხართ.

შეყვარებულ ადამიანს უმცირდება სისხლის წნევა და გულისცემა.

შეყვარებულ ადამიანს ძილისთვის 1 საათი აკლდება, რადგანაც ღამე როგორც წესი, პარტნიორზე ფიქრობს და სიხარულისგან ვერ იძინებს.

სიყვარული ადამიანებში ერთგვარ ჩვევას ავითარებს - ყველა გზით დაიცვას პარტნიორი.

აღმოჩნდა, რომ შეყვარებულ ადამიანს ნებისმიერი კერძი გემრიელი ეჩვენება.

შეყვარებული ადამიანი სამსახურში ნაკლებად სანდოა - როგორც წესი, მთელი დღე ოცნებობს, საყვარელ ადამიანზე ფიქრობს და დავალების შესრულება უჭირს.

თუ ქალი ესაუბრება მამაკაცს, რომელიც მოსწონს, მექანიკურად ხმამაღლა საუბრობს.

მომზადებულია womenshealthmag.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს