ყირგიზეთში სკოლის მოსწავლეებს ვალენტინობის აღნიშვნა აუკრძალეს

ყირგიზეთში სკოლის მოსწავლეებს ვალენტინობის აღნიშვნა აუკრძალეს

ყირგიზეთის ქალაქ ოშში მაღალჩინოსნებმა სკოლებში წმინდა ვალენტინის დღის აღნიშვნა აკრძალეს. დღესასწაულს მსოფლიოს ბევრ ქალაქში 14 თებერვალს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით წელს ოშის ყველა, 56 სკოლაში ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, მისალოცი ბარათებისთვის საფოსტო ყუთების დადგმა აკრძალულია.

"ყირგიზებს ისტორიაში ასეთი დღესასწაული არ ჰქონიათ. სიყვარულის ზეიმი ბავშვების მორალურ მდგომარეობაზე ცუდ გავლენას ახდენს, მათი სუსტი ფსიქიკა ასეთი დღსასწაულების გავლენის ქვეშ სწრაფად ექცევა",- განმარტა ქალაქის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კუშტარბეკ კიმსანოვმა.

მან ასევე დასძინა, რომ წინა წლებში მათმა მცდელობამ, დაერწმუნებინათ ყირგიზელი მოსწავლეები, სიყვარულის დღის აღნიშვნაზე უარი ეთქვათ, შედეგი არ გამოიღო. 

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს