ვალენტინობას კაცები საყვარელს უფრო მეტ ფულს ახარჯავენ, ვიდრე ცოლს

ვალენტინობას კაცები საყვარელს უფრო მეტ ფულს ახარჯავენ, ვიდრე ცოლს

ალბათ, ერთგული ცოლები ელიან, რომ ვალენტინობას მათ რომანტიკულ საღამოს მოუწყობენ, მაგრამ დიდი შანსია, რომ უმეტესობას იმედები გაუცრუვდეს - აღმოჩნდა, რომ კაცები, რომლებიც მეუღლეებს ღალატობენ, სიყვარულის დღეს ერთი დღით ადრე ვნებიანად ატარებენ.

მოღალატე ბრიტანელი კაცებისთვის ვალენტინობა 13 თებერვალს დგება და მაშინ, როდესაც ცოლები სახლში გემრიელ სადილს ამზადებენ, ისინი საყვარელთან ერთობიან. მოღალატე კაცების 71 პროცენტი სიყვარულის დღეს საყვარელთან 13 თებერვალს აღნიშნავს, ხოლო 14 თებერვალს ერთგული ქმრის ამპლუას ირგებს და ცოლს "უმტკიცებს", რომ მათ გარდა არავინ ჰყავს.

მოღალატე ქმრების 42% სასტუმროს ნომერს ჯავშნის, 35% კი საყვარელთან ერთად ბარში გასართობად მიდის. დაკვირვება 3853 მოღალატე კაცზე ჩატარდა. ცოლებს არც საჩუქრის შემთხვევაში გაუმართლათ: მეუღლეების საჩუქრისთვის კაცებმა შესაძლოა, მაქსიმუმ 100 გირვანქა სტერლინგი დახარჯონ, ხოლო საყვარელს 300 გირვანქა სტერლინგს ხელგაშლილად მიაფლანგავენ.

საყვარლებისთვის ყველაზე პოპულარულ საჩუქრებს წარმოადგენს სამკაული ან სექსუალური თეთრეული, ხოლო ცოლებისთვის - სუნამო და ყვავილები. როგორც კვლევის ორგანიზატორი საიტის Ashleymadison.com-ის წარმომადგენლები ამბობენ, "ფაქტია - კაცები საყვარლებისთვის უფრო ხელგაშლილები არიან, ვიდრე ცოლებისთვის".

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს