ნანუკა ჟორჟოლიანი - ფსიქოტროპულებზე კონტროლი გაუმკაცრებიათ, ძალიან მაგარია

ნანუკა ჟორჟოლიანი - ფსიქოტროპულებზე კონტროლი გაუმკაცრებიათ, ძალიან მაგარია

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფსიქოტროპულ პრეპარატებზე კონტროლის გამკაცრებას მიესალმება. ამის შესახებ ტელეწამყვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"ფსიქოტროპულებზე კონტროლი გაუმკაცრებიათ (აკრძალული სულ იყო, მაგრამ მაინც ახერხებდნენ გაყიდვას ცალკეული აფთიაქები) ეს ძალიან მაგარია. აი, ძალიან. იმიტომ რომ ვიღაცეები ცალკე იღებდნენ ამ წამლებს და ვიღაცეები ჯეფებს და მარაზმებს "კმაზავდნენ", რაც თაობას გვაკარგინებდა! იმედია ბიოზეც იგივე მოხდება, მაგრამ ცუდია ის, რომ მარიხუანაზე თურმე ისევ იჭერენ. ადრეც ასე ვფიქრობდი და ახლაც... მარიხუანას მომხმარებლები ციხეში არ უნდა ხვდებოდნენ:)", - წერს ჟორჟოლიანი.

შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველი საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე - კონტროლს, ხოლო მათ რეალიზაციასთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობას ამკაცრებენ. ეს ის ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური მედიკამენტებია, რომელთა გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების კუსტარულად დამზადება ხდება შესაძლებელი. 

იხილეთ ასევე: "ჯობია "ბიო" აიკრძალოს და მარიხუანაზე დაჭერები აღარ იყოს!" - ნანუკა ჟორჟოლიანი მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მოითხოვს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს