მარეხ ყამბეგაშვილი ახალ ამპლუაში

მარეხ ყამბეგაშვილი ახალ ამპლუაში

ცნობილი ფრაზის - "კასპი ტატამია!"-ს ავტორი მარეხ ყამბეგაშვილი 2014 წლის 27 იანვრიდან საჯარო სამსახურში მუშაობას შეუდგა. ის სოფელ ქვემო ჭალის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტად კასპის გამგებლის, გოჩა გოჩიტაშვილის გადაწყვეტილებით დაინიშნა.

ყამბეგაშვილის სამუშაო კაბინეტში მხოლოდ 3 მაგიდა, ერთი სეიფი, კარადა და ღუმელი დგას. სოფლის ადმინისტრაციული ორგანო ძველი, თითქმის დაშლილი კულტურის სახლის რამდენიმე ოთახშია განთავსებული. ამჟამად, ის სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგების პროცესშია. ვინც ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს, ბარათებს თანამშრომლებთან ერთად, ყამბეგაშვილი კარდაკარ ურიგებს. "პანტიანში და საკორინთლოში სულ ფეხით დავდივართ", - ამბობს მარეხ ყამბეგაშვილი. მას ჯერ პრემია არ მიუღია.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა