კასპში სანაგვე ურნებს ლეხურაში ისვრიან

კასპში სანაგვე ურნებს ლეხურაში ისვრიან

კასპის გამგეობის ინფორმაციით, 2013 წელს შეძენილი 100 გალვანიზირებული ურნების არხებში და მდინარის კაპალოტებში გადაყრას სისტემატიური ხასიათი მიეცა.

"ეს ხდება ღამით და დილას ქალაქის ქუჩების დასუფთავების პერსონალს, დამატებით სამუშაო ხვდება, რომ აღარაფერი ვთქვათ დამტვრეული ურნებით გამოწვეულ მატერიალურ ზარალზე. ვფიქრობთ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება ზოგიერთი უღირსი მოქალაქის მიერ, რომელსაც არც ქალაქის უსუფთაობა აწუხებს და არც იმ ადამიანების შრომას სცემს პატივს, ვინც ზრუნავს ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე", - აღნიშნულია გამგეობის გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სანაგვე ურნებს მდინარე ლეხურაში თითქმის ყოველდღიურად პოულობენ.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა